როგორი იქნება პარკი თბილისში, რომლის მოწყობის ღირებულებაც 14.864 მლნ ლარამდე გაიზარდა (+ფოტო)

თბილისში, დიღმის ჭალების პარკის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი თავიდან გამოცხადდა. ივნისში გამოცხადებული ტენდერი შეწყდა, რადგან სატენდერო კომისიის ცნობით, ხარჯთაღრიცხვის კორექტირება გახდა საჭირო.

პარკის მოწყობის მიზნით, ტენდერი მეორედ 1-ელ ივლისს გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 18 ივლისს დაიწყება და 23 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 14 864 406 ლარია. მაშინ როცა, წინა ტენდერის მიხედვით, ღირებულება 14 851 039 ლარი იყო.

გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, ტერიტორიაზე მათ შორის მოეწყობა: ხელოვნური ტბა, ამფითეატრი და მედიათეკა, საბავშვო ატრაქციონები, სპორტული სივრცე, 40 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი, გაიხსნება მდინარე მტკვრის სანაპირო და ეკო ხიდი მოეწყობა. რაც შეეხება დენდროლოგიას, პარკის ტერიტორიაზე ჯამში, 752 ახალი მცენარე დაემატება.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღის ვადაში დაიწყოს. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, დამკვეთის მითითებით, სამუშაოები დღე-ღამეში 24 სთ-ის განმავლობაში უნდა შესრულდეს.

ამასთან, დოკუმენტაციის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოების მიწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 480 კალენდარული დღე (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით), ხოლო, დენდროლოგიური ნაწილის მიწოდების ვადა - არაუგვიანეს 2020 წლის 30 ნოემბერია (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით).

თაია არდოტელი
გმირთა მოედანზე მერია 3.9 მლნ ლარის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს
„მარჯანიშვილის“, „ვაგზლის მოედანი 1“-ისა და „ვაგზლის მოედანი 2“-ის რეაბილიტაცია იგეგმება
მერია ღონისძიების „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“ გამართვას გეგმავს