ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია საქმიანობას "ლიბერთი ბანკში" გააგრძელებს.
ამის შესახებ რეესტრში ცვლილება უკვე ასახულია. კერძოდ, რეესტრის 28 ივნისის ამონაწერით, კიკორია „ლიბერთის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.
ამავე ამონაწერით, საბჭოს წევრი/თავმჯდომარე ირაკლი რუხაძე, წევრები კი კიკორიას გარდა - დავითი შონია და მამუკა წერეთელი არიან.
შეგახსენებთ, რომ მურთაზ კიკორიამ სებ-ი 2018 წლის ნოემბრიდან დატოვა. ის ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს 2016 წლის დეკემბრიდან იკავებდა. მანამდე კი „საქართველოს ბანკის" აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.