აშშ-ის ეკონომიკამ ზრდის ხანგრძლივობის რეკორდი განაახლა. ამ ქვეყნის ეკონომიკა უკვე ზედიზედ, 121 თვეა რაც იზრდება. ამის შესახებ ტელეკომნპანია Fox Business-ი იუწყება.
მანამდე არსებული რეკორდი დაფიქსირდა 1991 წლიდან 2001 წლების პერიოდში. როცა ზრდა გაგრძელდა 120 თვე. მაშინ ეკონომიკური ზრდა შეწყვიტა ე.წ Dot-com-ის „ბუშტმა“.
ტელეკომპანია ხაზს უსვამს, რომ ახლანდელი ზრდა შედარებით დაბალი ყოველწლიური მაჩვენებლით განისაზღვრება. ბოლო 10 წლის განმავლობაში შტატების ეკონომიკა საშუალოდ 2,3%-ით იზრდება წლიურად, მაშინ როცა წინა რეკორდის დროს ეს მაჩვენებელი იყო 3,6% საშუალოდ.
გასულ კვირას ამერიკული საფონდო ბირჟები მიმდინარე ნახევარი წლის საუკეთესო მაჩვენებლებით დაიხურა. S&P გაიზარდა 17%-ით, Dow Jones 14%-ით, NASDAQ-ისა კი 20,4%-ით.