ბათუმში ახალი აპარტოტელი "ლე პორტ" დღეიდან ამუშავდება

ბათუმში, სანაპიროზე, გოგებაშვილის ქუჩაზე "რედიქს" ჯგუფის ახალი აპარტოტელი "ლე პორტ" გაიხსნა.

გახსნის ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

როგორც მინისტრმა განაცხადა, სასტუმრო ოჯახის კონცეფციაზეა აწყობილი, რაც ტურისტების დიდი ნაკადის კომფორტისთვის მნიშვნელოვანია.

როგორც "რედიქს" ჯგუფის დამფუძვნებელმა, ლაშა პაპაშვილმა გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, თანამედროვე დიზაინის, მაღალი სტანდარტების მქონე აპარტოტელი მუშაობას დღეიდან დაიწყებს. კომპანიის ინფორმაციით, აპარტოტელის მშენებლობაში ჩადებული ინვესტიცია 10 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

"ლე პორტ" 45 ნომერს მოიცავს, რომელთაგან 2 - ერთოთახიანი, 34 - ოროთახიანი და 7 სამოთახიანი საცხოვრებელი სივრცეა. "ლე პორტის" ბოლო სართული ფეშენებელურ აპარტამენტებს ეთმობა, საიდანაც შავ ზღვასა და ქალაქზე ულამაზესი ხედები იშლება. ყველა ბინა აღჭურვილია ავეჯით, აქსესუარებითა და სამზარეულოს ჩაშენებული ტექნიკით.