ბოლო წლებია, განებივრებულები ვართ ეროვნული ბანკის უკვე ტრადიციად ჩამოყალიბებული პრაქტიკით - ახალი ბანკნოტებისა და საკოლექციო მონეტების ემისიით. ბოლო განახლებული ბანკნოტი, 10-ლარიანი, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია ქართული ფულის ნიშნებს შორის, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განახლებული 10-ლარიანის პრეზენტაციაზე განაცხადა.
ირაკლი კოვზანაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი 10-ლარიანის მსგავსად, რომელზეც გამოსახულია დავით კაკაბაძის ცნობილი ტილო - „იმერეთი დედაჩემი“, თითოეული ბანკნოტი ასახავს ქართული ხელოვნების ნიმუშებს და ემსახურება ჩვენი კულტურის პოპულარიზაციას.
„ვფიქრობ, რომ განახლებული 10-ლარიანი სრულად პასუხობს მსოფლიოში დამკვიდრებულ საერთაშორისო სტანდარტებს. მინდა, მივულოცო ეროვნულ ბანკს და მის პრეზიდენტს კიდევ ერთი წარმატებული მიმართულების კარგად დასრულება“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
განახლებულ ბანკნოტს მიმოქცევაში 2019 წლის ოქტომბერში გაუშვებენ.