"ლიბერთი ბანკმა" ლაგოდეხში სერვის ცენტრი გახსნა

"ლიბერთი ბანკმა" ლაგოდეხში ქიზიყის ქ.N23-ში თანამედროვე სტანდარტების სერვის-ცენტრი გახსნა.

"ლიბერთი ბანკის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბანკი ფილიალებისა და სერვის-ცენტრების ქსელის მოდერნიზებასა და გაფართოებას განაგრძობს.

ბანკის დირექტორმა, ზურაბ წულაიამ, ლაგოდეხში, სერვის-ცენტრი გახსნა, რომელიც სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. სერვის-ცენტრში შესაძლებელი იქნება ყველა სახის სესხის აღება, საერთაშორისო და ადგილობრივი ფულადი გზავნილების სისტემებით სარგებლობა, სხვადასხვა ტიპის დეპოზიტების გახსნა, კომუნალური გადასახადების დაფარვა.

"ლიბერთი ბანკმა" ბოლო 5 წლის მანძილზე 130-ზე მეტი ფილიალისა და სერვის-ცენტრის მოდერნიზება მოახდინა. ბანკი საქართველოში ყველაზე ვრცელი საბანკო ქსელით არის წარმოდგენილი, რომელიც 1.4 მლნ ფიზიკურ და 69 000-ზე მეტ იურიდიულ პირს ემსახურება.

"ლიბერთი ბანკის" საბაზრო წილი 2014 წლის მაისის მდგომარეობით, მთლიანი აქტივების მიხედვით 8.0%-ს შეადგენს.