რამდენ ადამიანს აქვს 100 ათას ლარზე მეტის შემოსავალი

საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 34.4%-ს, ხოლო დასაქმებული მოსახლეობიდან 75.6%-ს აქვს დეკლარირებული შემოსავალი.

ამის სესახებ ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსმა“ შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა.

კერძოდ, 2018 წლის მონაცემებით, გადამხდელთა რაოდენობა ქვეყანაში 1 280 427 კაცს შეადგენს, მაშინ როცა 2019 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა - 3 723 500 ადამიანია. დასაქმებული მოსახლეობის რაოდენობა კი 2018 წლის მონაცემებით - 1 694 200 იყო.

აღსანიშნავია, რომ იმ მოქალაქეთა 21.4%, რომელთაც დეკლარირებული შემოსავალი უფიქსირდებათ, წლიურად 1200 ლარამდე შემოსავალს იღებენ.

ამასთან, გასული წლის განმავლობაში 90 000 ლარზე მეტი და 100 000 ლარზე ნაკლები ან ტოლი შემოსავალი 2,433 ადამიანს, ხოლო 100 ათას ლარზე მეტი - 11,978 ადამიანს დაუფიქსირდა.

შემოსავლის მიმღებ პირთა რაოდენობისა და შემოსავლის დიაპაზონის შესახებ მონაცემები იხილეთ ცხრილში:

თაია არდოტელი