თურქული ავიაკომპანია AtlasGlobal-ი ქართულ ბაზარზე ბრუნდება

თურქული ავიაკომპანია AtlasGlobal-ი 1 წლიანი პაუზის შემდეგ, ქართულ ბაზარზე ბრუნდება. თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილის თეა ზაქარაძის თქმით, ავიაკომპანია სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე რეგულარული ავიარეისების შესრულებას 16 ივლისიდან შეუდგება და კვირაში 7 სიხშირით იფრენს. ფრენები სტამბოლის ახალი აეროპორტიდან განხორციელდება, რადგანაც AtlasGlobal-ი აეროპორტ “სტამბოლშია” ბაზირებული.

ავიაკომპანია AtlasGlobal-მა საქართველოს ავიაბაზარი 2018 წლის 26 აპრილიდან დატოვა.

წყარო: avianews.ge