საპენსიო სააგენტოს ყველა მომხმარებელს ვაფრთხილებთ, რომ მხოლოდ pensions.ge-ით ისარგებლოს. ამის შესახებ „ბიზნესპრენიუსს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა მაგდა კოტრიკაძემ განუცხადა.
ბოლო პერიოდში ინტერნეტში საპენსიო სააგენტოს სახელით და ლოგოთი ყალბი ექაუნთი ვრცელდება, რომელიც დანაზოგის შემოწმებას გთავაზობს. აპლიკაციაზე გადასვლის შემთხვევაში საბანკო ანგარიშის შეყვანას ითხოვს.
„გვერდის იდენტიფიცირებისთანავე მივმართეთ ძალოვან სტრუქტურებს წერილობით და ასევე ყველა მომხმარებელს ინბოქსში და გვერდზე მივწერეთ ინსტრუქცია, მივუთითეთ ჩვენი გვერდის მისამართი და გავაფრთხილეთ, რომ ეს თაღლითური სქემაა. საპენსიო სააგენტო ყველა მომხმარებელს აფრთხილებს, რომ მხოლოდ pensions.ge-ით ისარგებლოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ იცოდეს, საპენსიო სააგენტოს გვერდიდან რეგისტაციისათვის ან პერსონალურ გვერდზე შესასვლელად არ არის საჭირო ბარათის და ანგარიშის ნომერი. სააგენტოს გვერდზე მომხმარებელს მხოლოდ პირადი ნომერი და პერსონალური კოდი შეყავს“, – განაცხადა კოტრიკაძემ.