ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
ხაშურელი კაცი, რომელიც ჩიტების სახლებს ქმნის - "მინდოდა ტურისტებისთვის კიდევ ერთხელ შემეხსენებინა, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია"

სულ მალე, ხა­შუ­რე­ლი რა­მაზ გრი­გა­ლაშ­ვი­ლი სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ "თვა­ლახ­ვე­ულ" ჩი­ტის სახ­ლებს გა­მო­ი­ტანს. ოკუ­პა­ცი­ის თე­მა­ზე შექ­მნი­ლი ამ­გვა­რი ფე­რა­დი სახ­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე ეგ­ზემპლა­რი უკვე მზა­დაა. ახალ ნა­მუ­შევ­რებს "ახ­ვე­ულ თვალ­ზე" 20% აწე­რია, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ოკუ­პი­რე­ბულ ნა­წილს აღ­ნიშ­ნავს, ამას და­ე­მა­ტე­ბა მავ­თულხლარ­თიც, შემ­დეგ კი მის შე­ძე­ნას მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც შეძ­ლე­ბენ.

"ოკუ­პა­ცი­ის თე­მა­ზე ჩი­ტე­ბის სახ­ლე­ბის შექ­მნის იდეა ახ­ლა­ხანს გა­მიჩ­ნდა. მინ­დო­და, ამ ფორ­მით გა­მო­მე­ხა­ტა ერ­თგვა­რი პრო­ტეს­ტი ოკუ­პა­ცი­ა­ზე და გარ­და ამი­სა, ხა­შურ­ში გამ­ვლე­ლი ტუ­რის­ტე­ბის­თვის კი­დევ ერთხელ შე­მეხ­სე­ნე­ბი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის 20% ოკუ­პი­რე­ბუ­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა "თვა­ლახ­ვე­ულ" დე­ტალს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად აპო­ლი­ტი­კუ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ, ბუ­ნებ­რი­ვია, ოკუ­პა­ცი­ას ვაპ­რო­ტეს­ტებ, თუმ­ცა, არც ის მინ­და, ვინ­მემ ისე გა­ი­გოს ჩემი იდეა, თით­ქოს, მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის თე­მას ვეხ­მა­უ­რე­ბი ან ვინ­მეს მხარს ვუ­ჭერ. თე­მა­ტუ­რად სხვა დრო­საც შე­მიქ­მნია ნა­მუ­შევ­რე­ბი, მაგ­რამ ამ­გვა­რი ხაზი - არას­დროს. ჩი­ტე­ბის სახ­ლებს ვა­კე­თებ ზა­ფხუ­ლის თე­მა­ზე, ხში­რად ფი­გუ­რი­რებს მზე, ჩი­ტე­ბი, მთვა­რე, ხილი, ყვა­ვი­ლე­ბი...

გა­ვა­კე­თე სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­თაც და სხვა­თა­შო­რის, რუსი ტუ­რის­ტე­ბი არ იძე­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს დრო­ში­ან სახ­ლებს, თავს არი­დე­ბენ, სხვე­ბი კი ყი­დუ­ლო­ბენ. ზო­გა­დად, ბევ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი გვყავს, ყვე­ლა ეროვ­ნე­ბის ვი­ზი­ტო­რი ჩერ­დე­ბა გზად ჩი­ტე­ბის სახ­ლე­ბის, ჰა­მა­კე­ბის თუ სა­ქა­ნე­ლე­ბის შე­სა­ძე­ნად, ახლა კი, ძი­რი­თა­დად, მხო­ლოდ ფე­რად სახ­ლებს ვა­კე­თებ. იმ­დე­ნად დიდი მო­თხოვ­ნაა, ჰა­მა­კე­ბის­თვის და სა­ქა­ნე­ლე­ბის­თვის დრო აღარ მრჩე­ბა“, - ამ­ბობს რა­მაზ გრი­გა­ლაშ­ვი­ლი.

ის პრო­ფე­სი­ით ინ­ჟი­ნერ-მე­ქა­ნი­კო­სია და ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბაც სულ სხვა სფე­როს და კომ­პა­ნი­ას უკავ­შირ­დე­ბა. ჩი­ტე­ბის სახ­ლე­ბის გა­კე­თე­ბა კი, და­ახ­ლო­ე­ბით 6 წლის წინ გა­და­წყვი­ტა.

"თავ­და­პირ­ვე­ლად, მე­უღ­ლემ მთხო­ვა, რომ ჩვე­ნი ეზოს­თვის და­მემ­ზა­დე­ბი­ნა ჩი­ტის სახ­ლი, შემ­დეგ, ისე მო­ე­წო­ნა, გა­და­წყვი­ტა, გა­სა­ყი­დად გა­ე­ტა­ნა გზა­ზე, ხა­შურ­ში. მო­თხოვ­ნა მა­ლე­ვე გაჩ­ნდა, ერთ სახ­ლს მე­ო­რე მოჰ­ყვა და ასე, ნელ-ნელა და­იხ­ვე­წა დი­ზა­ი­ნიც და ტექ­ნო­ლო­გი­აც, მერე მიმ­ბაძ­ვე­ლე­ბიც გა­მოგ­ვიჩ­ნდნენ და ახლა ბევ­რია და­კა­ვე­ბუ­ლი ამ საქ­მი­ა­ნო­ბით, თუმ­ცა, ჩვე­ნი ეს წა­მო­წყე­ბა თა­ვი­დან არა­სე­რი­ო­ზუ­ლად ჩათ­ვა­ლეს.

ვფიქ­რობ, ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი მა­ინც გა­მორ­ჩე­უ­ლია. მა­გა­ლი­თად, არ ვღე­ბავ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ღე­ბა­ვით, რომ მალე არ გა­ხუნ­დეს და არ და­ზი­ან­დეს მზე­ზე, წვი­მა­სა თუ თოვლში. ვი­ყე­ნებ მდგრად სა­ღე­ბავს, რომ­ლი­თაც მან­ქა­ნებს ღე­ბა­ვენ. ბევ­რი დრო არ მაქვს და როცა სამ­სა­ხურ­ში ვარ, მა­შინ მე­უღ­ლე ღე­ბავს პა­ტა­რა სახ­ლებს, ხა­ტავს, მე კი, ძი­რი­თა­დად, დი­ლით და სა­ღა­მო­თი ვმუ­შა­ობ" - გვე­უბ­ნე­ბა რა­მაზ გრი­გა­ლაშ­ვი­ლი და დას­ძენს, რომ ეს ხე­ლო­ბა და ჩი­ტე­ბის ფე­რა­დი სახ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია, საკ­მა­ოდ შე­მო­სავ­ლი­ა­ნი­ცაა. ზუს­ტად არ და­უთ­ვლია, თუმ­ცა, ფიქ­რობს, რომ ამ 5-6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 5 000-დან 10 000-მდე სხვა­დას­ხვა ფორ­მი­სა და ზო­მის სახ­ლი და­ამ­ზა­და.

"გზებ­ზე რომ ყი­დი­ან ჩი­ტე­ბის სახ­ლებს, ბევ­რი თა­ვად არ არის ამ ხე­ლო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი და ჩემ­გან მი­აქვთ, წი­ნას­წარ მი­თან­ხმდე­ბი­ან, რომ ვთქვათ, 10 ან 20 ცალი შეხ­ვდეთ. დიდი მო­თხოვ­ნაა, არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა კომ­პა­ნი­ე­ბი მიკ­ვე­თა­ვენ მათი ლო­გო­თი“, - აცხა­დებს რა­მაზ გრი­გა­ლაშ­ვი­ლი.

განაგრძეთ წაკითხვა