Facebook-ი გერმანიაში 2 მილიონი ევროთი დააჯარიმეს

გერმანიის იუსტიციის ფედერალურმა სამმართველომ კომპანია Facebook Ireland Limited 2 მილიონი ევროთი დააჯარიმა. სწორედ ეს კომპანიაა ამერიკული Facebook-ის მუშაობაზე პასუხისმგებელი შტატებისა და კანადის ფარგლებს მიღმა. ჯარიმის მიზეზად სოციალური ქსელების დაცვის კანონის დარღვევა სახელდება. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით, კომპანიამ 2018 წლის პირველ ნახევარში დაარღვია წესდება პუბლიკაციის შესახებ, რომელიც ეხება არაკანონიერი კონტენტის მართვას. მასში ნახსენებია, რომ Facebook-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში არ ასახავს სრული საჩივრების ოდენობას მომხმარებლების მხრიდან, რომლებიც დაკავშირებული იყო არაკანონიერი პოსტების საჩივრებთან. ეს ამახინჯებს არაკანონიერი კონტენტის შესახებ საერთო სურათის მასშტაბს და წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ებრძოლო მას“, - აცხადებენ უწყებაში.

გერმანიამ სოციალური ქსელების მარეგულრიებელი კანონი 2017 წლის 30 ივნისს მიიღო. ის ავალდებულებს მსხვილ სოციალურ ქსელებს, ისეთებს როგორიცაა Facebook ან Twitter, წაშალონ კანონსაწინააღმდეგო კონტენტი ქსელიდან. ამ ტიპის კონტენტს განეკუთვნებიან ასევე ნებისმიერი გამონათქვამები, რომლებიც იწვევენ შუღლს.

კოკა კვირკველია