ნათია თურნავას განცხადებით, აშკარაა, რომ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები ლარის კურსზე მოქმედებს

მე ყოველთვის ვამბობ, რომ ლარის კურსზე მოქმედებს, როგორც ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრები, ასევე მოლოდინები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას: მოქმედებს თუ არა ეროვნულ ვალუტაზე მიმდინარე მოვლენები.

როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, აშკარაა, რომ პოლიტიკური მოვლენები ლარის კურსზე მოქმედებს.

„აშკარაა, მოქმედებს. როგორც კი ნორმალიზაციისკენ წავიდა პოლიტიკური ვითარება, ეგრევე ნორმალიზაციისკენ წავიდა ლარის კურსი. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ლარის კურსზე მოქმედებს, როგორც ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომელიც მხოლოდ უმჯობესდება, ასევე მოლოდინები. ნეგატიურ მოლოდინს ქმნიდა პოლიტიკური არასტაბილურობა. ჩვენ ახლა ამ ურთიერთკავშირს თვალნათლივ ვხედავთ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.