ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გრიგორი კარასინის განცხადებას ეხმაურება. ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად საფუძვლიანია რუსი ტურისტების გაწვევის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კარასინის განცხადება და რა საფრთხე შეიძლება დაემუქროთ მათ, თურნავა აცხადებს, რომ საქართველო მრავალი რეიტინგით უსაფრთხო ქვეყანაა.
„საქართველო მრავალი საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით არის ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა, როგორ ტურიზმის, ასევე ბიზნესის კეთების და ცხოვრების თვალსაზრისით. მე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველა ქვეყნის ტურისტს, გვეწვიონ, თავისი თვალით ნახონ, რამდენად მიმზიდველი, უსაფრთხო, მშვიდობიანი ერი ვართ და ველით მათ, მათ შორის რუს ტურისტებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.