ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 136.9 მლნ დოლარი შეადგინა

ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 136.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 241.0 მლნ ლარი შეადგინა, რაც 0.5 მლნ აშშ დოლარით (0.9 მლნ ლარით), ანუ 0.4 პროცენტით მეტია გასული წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.2% იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1.5 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 93.7% მოდიოდა.

გარდა ამისა, 2014 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.2 მლნ აშშ დოლარი (26.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 13.7 მლნ აშშ დოლარისა (22.7 მლნ ლარისა) გასული წლის ივლისში.