მეტროსადგურ „სამგორიდან“ „ვარკეთილამდე“ არსებული შეფერხება აღმოფხვრილია

მეტროსადგურ „სამგორიდან“ „ვარკეთილამდე“ დღეს მგზავრთა მომსახურება რამდენიმე წუთის განმავლობაში შეფერხებული იყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს, დღეს დილით რამდენიმე წუთის განმავლობაში შეფერხება ფიქსირდებოდა თბილისის მეტროს პირველ ხაზზე. ტექნიკური გაუმართაობის გამო, მგზავრთა გადაყვანა მხოლოდ მეტროსადგურ „სამგორამდე“ ხორციელდებოდა, შეჩერებული იყო მგზავრთა მომსახურება მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“.

მათივე ინფორმაციით, თბილისის მეტროში მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებით პრობლემა აღმოფხვრილია.