„ბროწეულის ხე“, „ცეცხლოვანი ალუბალი“, „ეკატერინე ბრწყინვალე“, „ვულკანი“ - ჩაის ეგზოტიკური სახეობები „ჩაიმანიასგან“

„ვულკანი“, „ბროწეულის ხე“, „საკურა“, „ეკატერინე ბრწყინვალე“, „ჰავაის მზის ჩასვლა“, „ჟოლოს ოცნება, „გლინტვეინი“, „ცეცხლოვანი ალუბალი“, „ხილის ბაღი“, - ეს ჩაის სახეობების ის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც „ჩაიმანია“ მომხმარებელს სთავაზობს. ჩაის ხარისხი უმაღლესია, პროდუქცია ბიო და თანაც, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო.

„ჩაიმანია“ ბაზარზე 2006 წლის ოქტომბერში გამოჩნდა. ამ დროისთვის ბრენდი თბილისში 8 სავაჭრო წერტილით არის წარმოდგენილი. „ჩაიმანიას“ ყიდვა შესაძლებელია - „გუდვილი“ დიღომის, ვაკის და ქავთარაძის ფილიალებში, ასევე თბილისი მოლში, “ვაკის კარფურში“, სავაჭრო ცენტრი GTC და აგროჰაბის ორივე ფილიალში. გარდა ამისა, ბრენდი წარმოდგენილია სხვადასხვა რესტორანში, კერძოდ - დაუნთაუნში, რედ კაფეში, L'Eclair de Génie-ში და კომპანიებში - პროკრედიტი, ბანკი ქართუ, ვითიბი ბანკი.

„ჩაიმანია" მომხმარებელს სთავაზობს 100-ზე მეტი სახეობის უმაღლესი ხარისხის ჩაისა და ჩაისებრ სასმელებს მთელი მსოფლიოდან. ბრენდის მთელი კონცეფცია დაფუძნებულია იმაზე, რომ დასაყენებელი ჩაი მოთავსებულია გამჭვირვალე ქილებში და შესაძლებელია მინიმუმ ერთი უნციის (28.35 გრ) შეძენა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროდუქტების მრავალფეროვნება და მაღალხარისხიანი მომსახურება არის ყველა კლიენტის მოთხოვნების დაკმაყოფილების გარანტი.

„ჩაიმანიას“ პროდუქცია გერმანიიდან შემოაქვს, სადაც ჩაის, როგორც პროდუქტის დამუშავება ხდება. თავად ჩაი კი არის როგორც ჩინური, ასევე იაპონური, ინდური და ა.შ.

„ჩაიმანიას“ დირექტორის ნინო მუმლაძის თქმით, „ჩაიმანიას“ ბაზარზე კონკურენტი არ ჰყავს. „13 წელია კომპანია ბაზარზეა და ის, რაც ჩვენ შემოგვაქვს, საქართველოში არსად არ იყიდება. ჩვენი პროდუქცია განსხვავებულია როგორც ხარისხობრივად, ასევე არომატებით.

მომხმარებელს ვთავაზობთ 100-ზე მეტი დასახელების ჩაის პროდუქტს. ეს მოიცავს როგორც სუფთა სახეობებს, ასევე ჩაის დანამატებით და ხილის ჩაის. ჩვენთან შეგიძლიათ იყიდოთ როგორც სამკურნალო ჩაი, ასევე მატონიზირებელი, გასახდომი. მოკლედ, ჩვენ შეგვიძლია ყველა მომხმარებელს მოვერგოთ და ყველას მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ“, - ამბობს „ჩაიმანიას“ დირექტორი ნინო მუმლაძე.

რაც შეეხება მოთხოვნას, როგორც ნინო მუმლაძე აცხადებს, წელს მნიშვნელოვნად არის გაზრდილი: „ჩვენ მომხმარებელს ჩაისთან ერთად, ყავასაც ვთავაზობთ. მართალია, მოთხოვნის მხრივ ყავა პირველ ადგილზე რჩება, მაგრამ წელს ჩაის გაყიდვები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ალბათ, მომხმარებელმა გაიგო, რომ ჩაი ყავაზე მეტად სასარგებლოა“.

მოთხოვნის ზრდის ფონზე კომპანიამ განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა გადაწყვიტა. ბაზარზე 13-წლიანი ოპერირების შემდეგ, „ჩაიმანიამ“ განვითარებისთვის პარტნიორად „სინერჯი კაპიტალი“ შეარჩია.

„ჩვენ განვითარების ახალ ეტაპზე ვეძებდით ახალ ძლიერ პარტნიორს და არჩევანი „სინერჯი კაპიტალზე“ გავაკეთეთ. ჩვენი ბრენდი არის 13 წლის და არ გვინდოდა, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის მიგვეცა საშუალება, შემოსულიყო კომპანიაში და რაღაც ცვლილებები განეხორციელებინა. ჩვენ გვჯეროდა, რომ „სინერჯი კაპიტალი“ გააძლიერებდა „ჩაიმანიას“ და ამიტომაც ავირჩიეთ პარტნიორად. კმაყოფილები ვართ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ პარტნიორი ყოფილიყო სანდო, რესპექტაბელური და ძლიერი კომპანია“, - განაცხადა „ჩაიმანიას“ დამფუძნებელმა ეკა ვერულაშვილმა.

„სინერჯი კაპიტალში“ აცხადებენ, რომ საქართველოში ჩაის მიმართ მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება, რაც „ჩაიმანიას“ პარტნიორად არჩევის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

„იმის გამო, რომ ადამიანები სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ ჯანსაღი ცხოვრების წესს, ხარისხიან ჩაიზე მოთხოვნა კიდევ მოიმატებს. ამდენად, ქსელის და გაყიდვების სხვა ალტერნატიული არხების სწორი განვითარების შემთხვევაში „ჩაიმანიას“ მასშტაბი მომავალი 3-4 წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ გაიზრდება. ამ კომპანიაში მიზნად ვისახავთ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ხარისხიანი ჩაის მოხმარების ზრდას ქვეყანაში, რისთვისაც „ჩაიმანია“ საჭირო ცოდნის, ინფორმაციის გავრცელებას შეუწყობს ხელს“, - აცხადებენ „სინერჯი კაპიტალში“.