Henley Business School და საქართველოს წამყვანი კერძო კომპანიები თანამშრომლობას იწყებენ

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განათლება და ბიზნესი უფრო მეტად დაუკავშირდეს ერთმანეთს, - ამის შესახებ მასპინძლობის სკოლის აღმასრულებელმა დირექტორმა და პროექტის ხელმძღვანელმა საქართველოში მანანა უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში კერძო სექტორი ვითარდება და ბიზნეს-განათლება ძალიან აქტუალური ხდება.

„რეგიონში „ჰენლის“ მსგავსი ბიზნესის სკოლა არ არსებობს. ის საუკეთესო ოცეულშია მსოფლიოს წამყვანი ვალიდური სარეიტინგო სისტემების მიხედვით.

კერძო კომპანიებმა მიიღეს გადაწყვეტილება, თანადაფინანსებით დაეხმარონ საკუთარ თანამშრომლებს, რომლებიც შეძენილ ცოდნასა და უნარებს თავიანთი კომპანიების განვითარებას მოახმარენ.

რაც მთავარია, თანამშრომელს არ მოუწევს კომპანიისა და ქვეყნის დატოვება; მუშაობის პარალელურად მიიღებს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესის სკოლის განათლებას.

ჰენლის ბიზნესის სკოლა პროგრამას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან, საქართველოს მენეჯმენტის სკოლასთან და მალტის ბიზნესის სკოლასთან ერთად ახორციელებს“, - განაცხადა მასპინძლობის სკოლის აღმასრულებელმა დირექტორმა და პროექტის ხელმძღვანელმა საქართველოში მანანა უგულავამ.