თორნიკე რიჟვაძე - ჩვენი ამოცანაა, რომ აჭარაში წელს გვქონდეს წარმატებული ტურისტული სეზონი

საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან სამუშაო შეხვედრისას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ეკონომიკის, ჯანდაცვისა და ტურიზმის მიმართულებით რეგიონისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენი ყველას ამოცანაა, რომ წელს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში გვქონდეს წარმატებული ტურისტული სეზონი. აჭარის მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად აკეთებს ყველაფერს, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ჩვენი მოქალაქეების, ქართული ოჯახების ეკონომიკური ინტერესები“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყველას მოუწოდა, რომ შვებულება საქართველოში გაატარონ.