ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა

დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

"2014 წლის 15 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 1.7281 შეადგინა", - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.