კახეთის გზატკეცილზე, ფეხსაცმლის ქარხანა „ისნის“ მიმდებარედ შპს „თ და კ რესტორნებისათვის“ Mcdonald’s-ის რიგით მე-16 რესტორანს ააშენებს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
კომპანია პროექტის განხორციელების მიზნით, მინიმუმ 6 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს და არანაკლებ 35 ადამიანს დაასაქმებს.
„ბიზნესის მხარდასაჭერად კომპანიას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 7 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 761 500 ლარად, საინვესტიციო პირობებით გადაეცა.
შპს „თ და კ რესტორნები“ უკვე 20 წელია წარმატებით ახორციელებს Mcdonald’s-ის საერთაშორისო ქსელის რესტორნების ოპერირებას საქართველოში. დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 15 რესტორანი, სადაც დასაქმებულია 1000-მდე ადამიანი,“-აღნიშნულია ქონების სააგენტოს ინფორმაციაში.