ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო - სამეურნეო გზების აღდგენით სამუშაოები გრძელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო - სამეურნეო გზების აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ამ ეტაპზე სამუშაოები საჩხერეში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ პერევში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, ეროვნული სატყეო სააგენტო გზების რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს, რაც ხელს შეუწყობს ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ჩატარებასა და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს.

აგრეთვე, უწყების ცნობით, მოსახლეობას გაუადვილდება სააგენტოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფებიდან საშეშე მერქნის გამოტანა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდება ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა და ხანძრებთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტურობა.