უკრაინამ პირველად ისტორიაში ამერიკული ნავთობი მიიღო

უკრაინის ისტორიაში პირველად ქვეყანამ ნავთობის პარტია აშშ-დან მიიღო. მისი გადმოტვირთვა ოდესის პროტში ხდება.

პორტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ოდესის პორტს მოადგა ტანკერი Wisdom Venture, რომელმაც ამერიკიდან უკრაინაში 75 ატასი ტონა ნავთობი შემოიტანა. მათივე ცნობით, ნავთობის გადმოტვირთვას სანაპირო რეზერვუარებში 36 საათი დასჭირდება. მათივე ინფორმაციით, მეორე პარტიას უკრაინა უკვე აგვისტოში მიიღებს.

კოკა კვირკველია