დღეიდან საქართველო-რუსეთს შორის ფრენები აიკრძალა

დღეიდან საქართველო-რუსეთს შორის ფრენები აიკრძალა. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს მიიღო, მიზეზად კი საქართველოში მიმდინარე აქციები დაასახელა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით, ამ შეზღუდვის მიზანი, რუსეთის ეროვნული ინტერესების და საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაა.

ამასთან, პუტინმა ტუროპერატორებს მითითება მისცა, რომ აკრძალვის პერიოდში საქართველოს მიმართულებით ტურისტული საგზურები არ გაყიდონ. პუტინმა მინისტრთა კაბინეტს დაავალა, სამშობლოში დააბრუნონ რუსეთის ის მოქალაქეებიც, რომლებიც საქართველოში დროებით არიან.