რუსული მხარე ზემო ლარსზე დამატებითი მებაჟეების განთავსებას არ გამორიცხავს

რუსული მხარე ზემო ლარსზე მებაჟეების დამატებას არ გამორიცხავს - ამის შესახებ რუსული მედია ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟო სამსახურზე დაყრდნობით წერს.

„ამ ეტაპზე ზემო ლარსის საზღვარზე ჩვენი მხრიდან რიგები არ დგას. თუმცა თუ გაიზარდა ნაკადი, ჩვენ მზად ვართ, რომ სხვა რეგიონებიდან 30-ზე მეტი საბაჟო-ინსპექტორი ჩამოვიყვანოთ. ასევე, დაემატება საპასპორტო გამშვები განყოფილება და ბილიკებიც“, - განაცხადეს ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟო სამსახურში.

საქართველოს საზღვარზე ზემო ლარსის პოსტის გამტარუნარიანობაა - 200 მსუბუქი სატრანსპორტო საშუალება, 40 ავტობუსი და 170 ერთეული სატვირთო მანქანა.