ვიქტორ ორბანი: დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები ჩვენ უფრო დაგვაზარალებს, ვიდრე რუსეთს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, რუსეთისთვის სანქციების დაწესებით ევროკავშირი საკუთარ თავს აყენებს ზიანს.

ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.

"დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები ჩვენ უფრო დაგვაზარალებს, ვიდრე რუსეთს. პოლიტიკაში ამას საკუთარი თავისთვის ფეხებში სროლას ეძახიან", - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა.

"ბიბისი"-ს ინფორმაციით, მანამდე ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააკრიტიკა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიკომაც, რომელმაც სანქციებს უსარგებლო უწოდა.

უკრაინაში განხორციელებული ქმედებებისთვის ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა. საპასუხოდ რუსეთმა ევროკავშირიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან, ნორვეგიიდან აშშ-დან რიგი პროდუქტების შეტანა აკრძალა.