IDFI ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის სამივლინებო ხარჯებს აქვეყნებს

ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის სამივლინებო ხარჯებმა 155 825 ლარი შეადგინა.

2013 წლის 1-ელი იანვრიდან 2014 წლის 8 ივლისამდე საქართველოს ყოფილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრების: ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის სამივლინებო ხარჯებმა 155 825 ლარი შეადგინა.

ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების მისია (IDFI) ავრცელებს.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის სამივლინებო ხარჯები 19 613 ლარი (დღიური 6 899 ლარი, სასტუმრო 12 714 ლარი), ხოლო ირაკლი ღარიბაშვილის 136 212 ლარი (დღიური – 14 886 ლარი, სასტუმრო 98 004 ლარი, გზა 23 332 ლარი) იყო.

ბიძინა ივანიშვილის ყველაზე ძვირადღირებული ვიზიტი განხორციელდა საფრანგეთში – 7 758 ლარი, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილის - ამერიკის შეერთებულ შტატებში – 43 817 ლარი.