მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მიმართულებით ავიარეისების შესრულება აკრძალა და აქ მყოფ რუს ტურისტებსაც უკან დაბრუნებისკენ მოუწოდა, სასტუმროების ბიზნესი შესაძლო ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.
„პალიტრა მედია ჰოლდინგმა“ შექმნილი ვითარების გამო, შიდა ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით წამოიწყო კამპანია: #ქართულიზაფხული.
ჰოლდინგის ქუდის ქვეშ არსებული პლატფორმების დახმარებით: ტელევიზია „პალიტრანიუსი“, საინფორმაციო პორტალი Ambebi.ge, გაზეთი „ კვირის პალიტრა“ , სასტუმროების, ჰოსტელებისა თუ საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლებს უფასო რეკლამას სთავაზობს.
„ოკუპანტი ქვეყნის სანქციების შემდეგ, #ქართულიზაფხული საფრთხის წინაშე დადგა, მაგრამ ერთობილი ძალებით ვფიქრობთ ამ წინააღმდეგობას დავძლევთ. დაინტერესება და გამოხმაურება უკვე საკმაოდ დიდია. გვირეკავენ როგორც დიდი კომპლექსები, ასევე საოჯახო სასტუმროები, რომლებსაც სიამოვნებით ვთავაზობთ ჩვენს სარეკლამო სივრცეს,“ -განმარტავს პროექტის მენეჯერი ანანო თავხელიძე.
კამპანიის ფარგლებში, ვებგვერდს Ambebi.ge დაემატა სპეციალური გვერდი, Georgiansummer.ge, რომელზე გადასვლის შემდეგ სასტუმროების შესახებ დეტალური ინფორმაცია დაგხვდებათ.
სასტუმროები, რომლების კამპანიაში ჩაერთვნენ, სპეციალურ ფასდაკლებებსაც სთავაზობენ საზოგადოებას, ამ ყველაფერზეც ინფორმაციას ვებგვერდიდან Georgiansummer.ge მიიღებთ.
AMBEBI.GE ჩვენს ქვეყანაში ყველაზე რეიტინგული საინფორმაციო პორტალია, რომელსაც ყოველდღიურად, 150 000 უნიკალური ვიზიტორი ჰყავს. ასეთი რეიტინგის ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსება კი ცნობადობის ამაღლებას უდრის, რაც სასტუმროების მეპატრონეებს ძალიან დაეხმარებათ.
გაზეთი „კვირის პალიტრა“ კი თავის მხრივ, ყველა ნომერში სხვადასხვა კუთხის სასტუმროებს დაუთმობს სარეკლამო სივრცეს.
ეს ახალი წამოწყება ხელს შეუწყობს როგორც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის შენარჩუნებას, ისე საქართველოს საკურორტო ზონების კიდევ უფრო განვითარებასა და პოპულარიზაციას.
პროექტის მენეჯერი აღნიშნავს, რომ სასტუმროების რაოდენობა ყოველდღე იზრდება და სულ უფრო მეტი ადამიანი გამოხატავს სურვილს რომ მისი სასტუმროს შესახებ ინფორმაცია გაავრცელოს. ასევე, ისინი დაინტერესებულები არიან, რომ შექმნილი ვითარების გამო დამატებითი ფასდაკლებები გააკეთონ, რათა საქართველოში დასვენება უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.
#ქართულიზაფხული არის სამოქალაქო სოლიდარობის აქტი, რომელსაც გვსურს ჩვენთან ერთად შეუერთდნენ ჩვენი მაყურებლები და მკითხველები. თანამოქალაქეებს მოვუწოდებთ #დავაფასოთ საკუთარი და მოვიწყოთ #ქართულიზაფხული.
ახალი კამპანიის შესახებ, დამატებითი დეტალებით დაინტერესებულები დაგვიკავშირდით: 0322196013