ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცეს

ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს ორი მოქალაქე, იოსებ კალაიჯიშვილი და ბექა კალაიჯიშვილი მიეცა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანამშრომელმა, იოსებ კალაიჯიშვილმა და მოქალაქე ბექა კალაიჯიშვილმა 500 დოლარის მიღების სანაცვლოდ ზეგავლენა მოახდინეს მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის შემადგენლობის წევრზე, რის საფუძველზეც ერთ-ერთი წვევამდელი უკანონოდ გაანთავისუფლეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3391-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.