ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - ვცდილობთ, მოვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება შემოვიყვანოთ რუსი ტურისტები სხვა გზით, ან მოვძებნოთ რუსული ბაზრის ალტერნატივა

ვცდილობთ, მოვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება შემოვიყვანოთ რუსები სხვა გზით, ან მოვძებნოთ რუსული ბაზრის ალტერნატივა, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, მაიკლ ქოუგილმა განაცხადა.

მან ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოსთვის მოსალოდნელ სანქციებზე და აღნიშნა, რომ მისი მოსაზრებით, საქართველო გრძელვადიან პერსპექტივაში პრობლემის დაძლევას შეძლებს.

„საქართველომ ეს ადრეც გამოიარა. ჩვენ უკვე ვნახეთ ეს და მოვახდინეთ ბაზრის დივერსიფიცირება. მოგეხსენებათ, ადრე რუსულ ბაზრებზე ცოტა უფრო მეტად ვიყავით დამოკიდებული, რადგან ეს ადვილი იყო, თუმცა საქართველოს ბაზარი საკმაოდ მდგრადია და ჩვენ ამასაც გადავლახავთ. ტურიზმთან დაკავშირებით, ჩვენ, ინვესტორთა საბჭო, ამერიკულ სავაჭრო პალატასთან ერთად, ვმუშაობთ ხელისუფლებასთან და ტურიზმის სააგენტოსთან და ვცდილობთ, მოვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება შემოვიყვანოთ რუსები სხვა გზით, ან მოვძებნოთ რუსული ბაზრის ალტერნატივა. წერილი გავუგზავნეთ ასევე პრემიერ-მინისტრს და შევთავაზეთ, რომ ტურისტულ სააგენტოს გამოეყოს უფრო მეტი რესურსი რეკლამირებისათვის. ასე რომ, ტურიზმმა, ვფიქრობ, შეიძლება განიცადოს მოკლევადიანი დარტყმა. მაგრამ ვფიქრობ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ მოვახერხებთ ამ პრობლემის დაძლევას, ისე როგორც ეს მოხდა ღვინისა და მინერალური წყლის შემთხვევაში“, - განაცხადა ქოუგილმა.