Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,9325 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 15:10 საათზე ერთი დოლარი 2.9325 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 2.8401 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს, 2.8320 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1778 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.