თბილისში, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ ნაღმის შესახებ შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა

თბილისში, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ ნაღმის შესახებ შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მათთან განხორციელებული ზარის საფუძველზე, სავაჭრო ცენტრში შესაბამისი სამუშაოები განხორციელდა, თუმცა, დათვალიერების შედეგად, შენობაში ნაღმი არ აღმოჩნდა.

უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ შენობის სრული ევაკუაცია არ მომხდარა.