კომერციულ ბანკებში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.97 ლარს აჭარბებს

კომერციულ ბანკებში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.97 ლარს აჭარბებს.

უფრო კონკრეტულად, ამ დროისთვის „საქართველოს ბანკში“ მოქალაქეებს 1 დოლარის შეძენა 2.971 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს ღირებულებას, მისი ყიდვა 3.346 ლარადაა შესაძლებელი.

„თიბისი ბანკში“ 1 დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.9800 ლარად შეძლებენ, ევროს ყიდვას კი 3.3450 ლარად.

„ლიბერთი ბანკში“ 1 დოლარის შეძენა მოქალაქეს 2.972 ლარი, ევროს ყიდვა კი 3.35 ლარი დაუჯდება.

ბანკ „ქართუში“ 1 დოლარის შეძენა 2.9400 ლარადაა შესაძლებელი, 1 ევროს კი მოქალაქეები 3.2850 ლარად იყიდიან.