"ლიბერთი ბანკი" მომხმარებლებს ონლაინ თაღლითობის შესახებ აფრთხილებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშული, გახშირდა ე. წ "ფიშინგის" შემთხვევები, რის გამოც "ლიბერთი ბანკი" მოქალაქეებს ბარათების უსაფრთხოდ გამოყენების წესებს სთავაზობს:
"გაცნობებთ, რომ გახშირდა ე.წ „ფიშინგი"-ს შემთხვევები, რა დროსაც თაღლითური ვებ-გვერდები ცდილობენ თქვენი პირადი/საბანკო ინფორმაციის მოპოვებას. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ინტერნეტ ბანკისა და საბანკო ბარათების უსაფრთხოდ გამოყენების წესებს: http://r.lb.ge/R?i=38Wsu0E",-ნათქვამია "ლიბერთი ბანკის" განცხადებაში.
შეგახსნებთ, რომ კიბერდანაშაულის შესახებ და საბანკო ბარათების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა. როგორც ჩვენთან საუბრისას რესპონდენტები აცხადებდნენ, მათ საბანკო ანგარიშებიდან თანხა სათამაშო ბიზნეს-ოპერატორების ანგარიშზე ყოველგვარი პრობლემის გარეშე გადაირიცხა. ამის გამო ისინი იძულებულები გახდნენ, საჩივარი პოლიციაში შეეტანათ. აღნიშნულზე განცხადებები "თიბისი ბანკმა" და "საქართველოს ბანკმაც" გაავრცელეს, რომლითაც მომხმარბლებს მოუწოდეს, რომ საეჭვო ვებ-გვერდებზე არ შეიყვანონ პირადი ინფორმაცია.