2020 წლის შემოდგომაზე კომპანია Apple ბაზარზე გაიტანს 4 ახალ iPhone-ს, მათ შორის, იქნება ეკონომ-კლასის მოდელიც. ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC ბანკ J.P. Morgan Chase-ის პროგნოზზე დაყრდნობით იუწყება.
„ჩვენი პოზიტიური პროგნოზი 2020 წლისთვის განპირობებულია ბაზარზე 4 ახალი iPhone-ის გამოჩენით. და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სიახლეებით", - მოჰყავს ტელეკომპანიას ამონარიდი ბანკის დოკუმენტიდან.
მასში ნავარაუდევია, რომ Apple ამ დროისთვის ბაზარზე გაიტანს სულ ცოტა ორ სმარტფონს ხელოვნური და ვირტუალური ინტელექტის ფუნქციით (AR/VR) და მაღალმგრძნობელობითი სენსორებით. ასევე საუბარია მაღალსიჩქარიან 5G მოდელებზე მაღალი გარჩევადობის OLED დისპლეებით.
ბანკი არ გამორიცხავს, რომ კომპანიამ ბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ე.წ. ეკონომ-კლასის სმარტფონიც გაიტანოს, თუმცა ეს ვარიანტი OLED და 5G ფუნქციების გარეშე გამოვა.
ბანკის პროგნოზით კომპანიის აქციებზე ფასი 2020 წელს 233-დან 239 დოლარამდე გაიზრდება. გაყიდვების მოცულობა კი 195 მილიონ სმარტფონს მიაღწევს, რაც წელს პროგნოზირებულ 180 მილიონზე მეტია.