ავტომანქანის განბაჟება და რეგისტრაცია სახლიდან გაუსვლელად იქნება შესაძლებელი

ავტომანქანის განბაჟება და რეგისტრაცია შესაძლოა, სახლიდან გაუსვლელად იყოს შესაძლებელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა მარიანა მორგოშიამ განუცხადა, სააგენტო დისტანციური სერვისების დანერგვის მიზნით მასშტაბურ პროექტებზე მუშაობს.

"ჩვენ ვფიქრობთ სერვისების ტრანსფორმაციას, მაქსიმალურად დისტანციურს ვხდით ყველა სერვისს. ამ მიმართულებით ჩვენთან მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს. მაგალითად, ვმუშაობთ ავტომობილის განბაჟებასა და რეგისტრაციაზე, რომელსაც მოქალაქე სახლიდან შეძლებს", - განაცხადა მარიანა მორგოშიამ.