საპენსიო რეფორმის გატარება გარდაუვალი და აუცილებელი იყო,-ასე აფასებს ახალგაზრდა ფინანსთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი პაატა ბარიახტარი საპენსიო რეფორმას.
საპენსიო სააგენტოს ცნობით, "აფბა-ს" პრეზიდენტი საინვესტიციო საბჭოს წევრებთან მესამე სექტორის შეხვედრას დაესწრო, რის შემდეგაც შეხვედრაზე ისაუბრა.
,,ადგილობრივ ბაზარზე თანხების განთავსება მოხდება ორი მიმართულებით: ერთი ეს არის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები და მეორე კომერციული ბანკები. რეალურად თუ შევხედავთ და კანონმდებლობაში ჩავიხედებით, წერია რომ ისინი უნდა განთავსდეს მაღალ ლიკვიდურ აქტივებში. სამწუხაროდ, სწორედ ეს ორი მიმართულებაა მაღალ ლიკვიდური შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე ამ მიმართულებით დაახლოებით იგივე მოლოდინები გვქონდა“, - განმარტა პაატა ბაირახტარმა.