რუსული „გაზპრომის“ ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 40%-ით შემცირდა. 2019 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ უცხოეთში 14 მლრდ დოლარის ღირებულების გაზი გაყიდა, მეორე კვარტალში კი მხოლოდ 9 მლრდ-ის.
გამოდის, რომ „გაზპრომმა“ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 38%-ით ნაკლები შემოსავალი მიიღო, ვიდრე პირველ კვარტალში.
აღნიშნულის შესახებ რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებიდან ირკვევა. რამ გამოიწვია ასეთი კლება, ამის შესახებ ცენტრალური ბანკი არაფერს ამბობს, თავად კომპანიაში კი კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ექსპერტების განცხადებით კი, ამის უმთავრესი მიზეზი ბუნებრივ აირზე ფასის კლებაა, სხვა მიზეზებს შორის კი თურქეთის მხრიდან მოთხოვნის შემცირებაც სახელდება.