რისი გაკეთება იგეგმება მტკვრის სანაპიროებზე - გამარჯვებული პროექტი გამოვლენილია  (+ფოტო)

დედაქალაქში მტკვრის სანაპიროს განვითარება იგეგმება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ტენდერი 2019 წლის 10 მაისს გამოცხადდა. ამ ეტაპზე კი გამარჯვებული გამოვლენილია და ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 371 700 ლარი იყო, თუმცა, გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული თანხა - 371 500 ლარია.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, სახელმწიფო შესყიდვის მიზანი მტკვრის სანაპიროს რეაბილიტაციისთვის შესაბამისი დიზაინის მომზადებისთვის საუკეთესო შემსრულებლის გამოვლენა იყო.

აღსანიშნავია, რომ ტენდერის ფარგლებში მტკვირს სანაპიროების განვითარების საკუთარი ხედვა 4-მა პრეტენდენტმა წარადგინა. კერძოდ, ეს კომპანიებია: შპს „არტსტუდიო-პროექტი“; შპს „ელისო სულაკაური“; შპს „კარკასი“ და შპს „ჯორჯიანჰაუსი“. გამარჯვებულად კი სატენდერო კომისიის შეფასებით, შპს „ელისო სულაკაური“ გამოცხადდა.

„ბიზნესპრესნიუსი“გთავაზობთ ამ კომპანიის მიერ წარდგენილ პროექტის ფოტოებს, რომლის მიხედვითაც მოხდება მტკვრის სანაპიროს განვითარება:

თაია არდოტელი
როგორი იქნება 11.9 მლნ ლარიანი მრავალფუნქციური სპორტული ცენტრი, რომელიც ვარკეთილში აშენდება (+ფოტო)
მერია ვაკის პარკის რეაბილიტაციას გეგმავს
„რედისონთან გვირაბისა და მიწისქვეშა სატრანსპორტო გასასვლელის რეაბილიტაცია იგეგმება