„არასოდეს არ მითქვამს, რომ ანტისაოკუპაციო აქციებს უკავშირდება რამე. ანტისაოკუპაციო აქციები და ახალგაზრდების პროტესტი ეს არის ჩვეულებრივი დემოკრატიული ქვეყნისთვის დამახასიეთებელი მოვლენა და ამასთან რაიმე კავშირი არ აქვს ეკონომიკურ პრობლემებათან. ეკონომიკასთან კავშირი აქვს უპასუხისმგებლო განცხადებებთან, რომელსაც პოლიტიკოსები აკეთებდნენ, რომლებიც ამოფარებულები არიან ამ ახალგაზრდების აქციებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმის შემდეგ.
მისივე თქმით, ჩვენი ეკონომიკა არ არის რუსეთზე დამოკიდებული, მაგრამ, ჩვენთვის ღირებულია თითოეული ტურისტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის.
„ჩვენი ეკონომიკა არ არის რუსეთზე დამოკიდებული, მაგრამ ჩვენთვის ღირებულია თითოეული ტურისტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის და თითოეული საექსპორტო ბაზარი. ასევე მნიშვნელოვანია თითოეული ფერმერი, რომელიც ვერ გაგზავნიდა თავის პროდუქციას, მოსავალს საგარეო ბაზარზე, მათ შორის რუსეთში. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის საოჯახო სასტუმროები და ის რიგითი ადამიანები, ვინც ელოდებოდნენ ამ ტურისტებს. ტურისტების ნაკლებობა ნამდვილად იგრძნობა. ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას, როგორ აისახა ეს ჩვენ ტურისტულ ინდუსტრიაზე. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი ჯავშანი გაუქმდა და რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ უფრო მეტად იყოს დატვირთული ჩვენი კურორტები“, -განაცხადა ნათია თურნავამ.
ავტორი: ალექსანდა ისპირიანი