მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი ადამიანი - Forbes-ის რეიტინგი

ჟურნალმა Forbes გამოაქვეყნა მორიგი რეიტინგი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი სახეების. ყოველწლიური რეიტინგის 2019 წლის ტოპ-10-ში ლიდერობს ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი, რომელმაც ბოლო 12 თვის განმავლობაში 185 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მეორე ადგილზეა მოდელი ქაილ ჯენერი, რომელიც ჟურნალმა ასევე ყველაზე ახალგაზრდა თვითგამომუშავებად მილიონერად დაასახელა, მისი ბოლო 1 წლის შემოსავლებმა 170 მილიონი დოლარი შეადგინა. მესამეზე კი რეპერი ქანიე ვესტია 150 მილიონით. ზოგადად ათეულში 4-4 სპორტსმენი და მომღერალია შესული, დანარჩენი ორი კი მოდელი და ფსიქოლოგია.

თვალი გადაავლეთ ტოპ-10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი სახეების ჩამონათვალს.

მომღერალი ტაილორ სვიფტი - 185 მლნ დოლარი, მოდელი ქაილ ჯენერი - 170 მლნ დოლარი, მომღერალი ქანიე ვესტი - 150 მლნ დოლარი, სპორტსმენი ლიონელ მესი - 127 მლნ დოლარი, მომღერალი ედ შირანი - 110 მლნ დოლარი, სპორტსმენი კრიშტიანო რონალდო - 109 მლნ დოლარი, სპორტსმენი ნეიმარი - 105 მლნ დოლარი, ჯგუფი „იგლს“ – 100 მლნ დოლარი, ფსიქოლოგი ფილ მაქგროუ - 95 მლნ დოლარი, სპორტსმენი საულ ალვარესი - 94 მლნ დოლარი.

კოკა კვირკველია