ვაკის რაიონში სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამჟამად, სტადიონების განახლება ვაჟა-ფშაველას პირველ კვარტლის III კორპუსის მიმდებარედ და წყნეთში, ამილახვრის N21-ში დაიწყო.

დემონტაჟის შემდეგ მოედნებზე დამონტაჟდება კონსტრუქციები, გაიჭიმება ახალი ბადეები და დაიგება საფარი.

ასევე, ვაჟა-ფშაველას პირველ კვარტალში კეთილმოეწყობა საკალათბურთო მოედანი, სადაც მაყურებელთა ტრიბუნებიც განახლდება, წყნეთში კი კომბინირებული მოედანი რეაბილიტირდება.

სულ, ამ ეტაპზე ოთხი მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციაა დაგეგმილი - ორ მისამართზე ახალი სტადიონები მოეწყობა, ორ ადგილზე კი არსებულის რეაბილიტაცია განხორციელდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია - შპს „ინტერტექნოლოგი“ ასრულებს , - აღნიშნულია ინფორმაციაში.