ქუთაისში რეაბილიტირებული საავტომობილო გზა გაიხსნა

ქუთაისში რეაბილიტირებული საავტომობილო გზა გაიხსნა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში, ქუთაისი-საფიჩხია-ჭოგნარის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულებულია.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ,  ქუთაისი-საფიჩხია-ჭოგნარის საავტომობილო გზის მონაკვეთი 25 წელზე მეტია არ შეკეთებულა. ახალი რეაბილიტირებული 5 კილომეტრიანი მონაკვეთი 10-ზე მეტი სოფლის მოსახლეს ემსახურება, ასევე, გზა უკავშირდება ბაგრატის ტაძარსა და გელათის მონასტერს, ამიტომ ის ტურისტული დანიშნულების გზაც არის.

სახელმწიფო დაფინანსებით სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს "საქმილსადენმშენმა" შეასრულა და მისმა ღირებულებამ 3 მილიონი ლარი შეადგინა. სამუშაოებზე 50-მდე ადგილობრივი მკვიდრი იყო დასაქმებული. რეაბილიტაციის ფარგლებში დაიგო ახალი ასფალტ-ბეტონის საფარი, მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა, მოეწყო ხელოვნური ნაგებობები, ავტობუსების გაჩერებები და საგზაო ნიშნები.