მსოფლიოს უმსხვილესმა ინტერნეტ-რითეილერმა კომპანია Amazon-მა გადაწყვიტა, მომდევნო 6 წლის განმავლობაში საკუთარი თანამშრომლების გადამზადებისთვის 700 მილიონი დოლარი დახარჯოს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
„Amazon-მა დღეს პირობა დადო, რომ 2025 წლის ჩათვლით საკუთარი 100 000 თანამშრომლის პროფესიული უნარების გაუმჯობესებისთვის 700 მილიონ დოლარს დახარჯავს. გადამზადება შეეხებათ ოფისში, ტექნოლოგიურ ჰაბებში, შეკვეთების პუნქტებში, საცალო მაღაზიებსა და ტრანსპორტის განყოფილებებში დასაქმებულებს. შედეგად ისინი შეძლებენ უფრო მაღალკვალიფიციურ პოზიციებზე დაწინაურებას“ - წერია განცხადებაში.
დღეისათვის შტატების მასშტაბით კომპანიაში დასაქმებულია 300 000-მდე ადამინი.