სარფის საბაჟოზე უკანონოდ შემოტანილი აქციზური მარკები აღმოაჩინეს

სარფის საბაჟოზე უკანონოდ შემოტანილი აქციზური მარკები აღმოაჩინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"16 აგვისტოს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა დეკლარირების გარეშე შემოტანილი ალკოჰოლური სასმელის აქციზური მარკები აღმოაჩინეს საბაჟო გამშვები პუნქტის "სარფის" ტერიტორიაზე. მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული 1 195 000 ცალი მარკა თურქეთის მხრიდან შემოსული თურქეთის მოქალაქე მ.ი.-ს ავტომობილის დათვალიერებისას იპოვეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 57360 ლარი შეადგინა", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე განმარტებით, საქმე შემდგომი რეაგირებისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.