„ლიბერთი ბანკი" მოქალაქეებს აფრთხილებს(+ვიდეო)

"ლიბერთი ბანკი" მომხმარებლებს ონლაინ თაღლითობის შესახებ აფრთხილებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშული, გახშირდა ე. წ "ფიშინგის" შემთხვევები, რის გამოც "ლიბერთი ბანკი" მოქალაქეებს ბარათების უსაფრთხოდ გამოყენების წესებს სთავაზობს:

„სოციალურ ქსელებში ვრცელდება ყალბი ვებ გვერდების რეკლამები, რომლებიც მომხმარებლებს ბანკების სახელით ფულად, ან სხვა პრიზებს სთავაზობენ. კიბერ თაღლითები თქვენს პირად და საბანკო მონაცემებზე წვდომას ამ გზით მოიპოვებენ. თაღლითებისგან თავდაცვის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა ვებ გვერდის მისამართზე დაკვირვებაა: გადაამოწმეთ, რომ იმყოფებით ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე. თაღლითები ხშირად ცვლიან სიმბოლოებს საიტის მისამართში, ან გვერდის სახელში. არ ენდოთ ვებ გვერდებს, რომელთაც მისამართში აწერიათ Not Secure, ან მისამართის ზოლი აქვთ გაწითლებული და ახატიათ გადახაზული, ან გაწითლებული ბოქლომი,“-აღნიშნულია ბანკის განცხადებაში.

გარდა ამისა, „ლიბერთი ბანკი“ მოქალაქეებს ინტერნეტ უსაფრთხოების შესახებ მომზადებულ ვიდეორგოლსაც სთავაზობს, სადაც ახსნილია თუ როგორ უნდა დაიცვათ თავი ფინანსური რისკებისგან. იხილეთ ვიდეო:

თაია არდოტელი