"ვითიბი ბანკი" მომხმარებელს ავტომობილის განბაჟების ხარჯის დაფინანსებას სთავაზობს

"ვითიბი ბანკმა" მომხმარებელს ახალი საკრედიტო პროდუქტი შესთავაზა, რომელიც ავტომობილის განბაჟების ხარჯის დასაფინანსებლად არის გათვლილი.

ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული პროდუქტით სარგებლობა შეუძლია როგორც მცირე ავტო დილერებს, ისე ფიზიკურ პირებს. სესხის დამტკიცება ხდება ოცი წუთის განმავლობაში, რუსთავის ავტობაზრობაზე მდებარე "ვითიბი ბანკის" ფილიალში. კრედიტი გაიცემა თანამონაწილეობის გარეშე. თანხის მაქსიმალური მოცულობა ათი ათასი ლარია, მაქსიმალური ვადა 24 თვე, წინსწრების საკომისიო 0%.

სპეციალურად ავტოდილერებისთვის სამთვიანი საშეღავათო პერიოდი მოქმედებს.