5 ქვეყანა, სადაც ციფრული მომავალი უკვე დადგა - InterNations-ის კვლევა

რომელი ქვეყნის ინტერნეტის სიჩქარის შეიძლება შეგვშურდეს? სად დავარეგისტრირებთ კომპანიას ყველაზე სწრაფად და შევიძენთ მობილურის ადგილობრივ ნომერს სახლიდან გაუსვლელად? სად შეგვიძლია ვაწარმოოთ ჩვენი ბიზნესი ისე რომ, საძინებელი ოთახი არც დავტოვოთ. ჩვენ მოგიყვებით იმ ქვეყნების შესახებ, სადაც ციფრული მომავალი უკვე დადგა. იმისთვის, რომ გაჩვეცნოთ, რომელი ქვეყნების დგას ახალი თაობის საკომუნიკაციო საშუალებების ავანგარდში, InterNations-ის ექსპერტების გლობალურმა თანამეგობრობამ გამოაქვეყნა ანგარიში Digital Life Abroad.

ესტონეთი

რეიტინგში ეს ქვეყანა პირველ ადგილს იკავებს და ლიდერობს ისეთ კატეგორიებში როგორიც არის ინტერნეტთან თავისუფალი წვდომა და საჯარო მომსახურების მიღება ოლაინ რეჟიმში. მას შემდეგ, რაც ესტონეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საბჭოთა კავშირს გამოეყო, ამ ქვეყანაში აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

ხელისუფლების მიერ დაფინანსებული პროგრამა e-Estonia მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს არჩევნებში ხმის მიცემა ონლაინ რეჟიმში განახორციელონ. გარდა ამისა, მოსახლეობა ონლაინ-ბანკინგისა და ონლაინ-ჯანდაცვის მომსახურებასაც კი სთავაზობს, ამასთანავე ის სხვა ქვეყნის მოქალაქეებს e-residency-ის მიღებისა და თავისი კომპანიის დარეგისტრირების შესაძლებლობასაც აძლევს. პროგრამა e-Estonia დღეს „ციფრული მომთაბარეებისა“ და უცხოელი ბიზნესმენების ყურადღებას იქცევს იმით, რომ მათ ევროკავშირის ქვეყანაში თავისი ბიზნესის დარეგისტრირების შესაძლებლობას აძლევს.

„აქ ესტონეთში ინტერნეტთან წვდომა ადამიანის ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად მიიჩნევა. ამ ქვეყანაში კუნძულებზეც კი არის ინტერნეტი“- განმარტა „ბიბისი“-სთან საუბრისას ავსტრიელმა მეწარმემ, რომელიც ახლა ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ცხოვრობს. ადგილობრივი მცხოვრებლების განმარტებით, ინტერნეტთან მსგავსი ინტესივობის წვდომის გამო ქვეყანაში სატელეფონო ზარების განხორციელებაც კი უკვე მოძველებულად ითვლება. თუმცა ციფრულ მოწყობილობებზე მსგავსი ტოტალური გადასვლა საკუთარ თავში საფრთხესაც შეიცავს, რადგან ჯერ კიდევ 2007 წელს ესტონეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელზეც კიბერთავდასხმა განხორციელდა, შედეგად დაიბლოკა ინტერნეტ-საიტები და მოახდინა მთელი ციფრული ინფრასტრუქტურის პარალიზება. არ მუშაობდნენ საბანკო ბარათები და მობილური ტელეფონებიც კი.

ფინეთი

ფინეთი სტაბილურად მაღალ პოზიციებს იკავებს 5-იდან 4 კატეგორიაში და პირველია ანგარიშსწორებაში ნაღდი ფულის გარეშე. ინტერნეტი ქვეყნისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ 2010 წელს ხელისუფლებამ საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრა, რომ ფინეთის ყველა მოქალაქეს აქვს მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან წვდომის უფლება. შესაბამისად, ფინეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელიც ინტერნეტთან მიმართებით ასე მოიქცა.

„მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი კომბინაციაში სიტყვის თავისუფლებასთან ჩვენს ეკოსისტემას უფრო სიცოცხლისუნარიანსა და უსაფრთხოს ხდის“- ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

ადგილობრივების თქმით, ინტერნეტთან წვდომა აქვს ყველას, რაც სწავლისა და ცოდნის შეძენის ერთნაირ შესაძლებლობას უქმნის ყველას. საჯარო მომსახურებებზე მარტივი ინტერნეტ წვდომა და ბევრი მომსახურების ავტომატური თარგმნა სხვა ენაზე ამ ქვეყანაში ჩასულ უცხოელებს ცხოვრებას მნიშვნელოვნად უმარტივებს.

ამასთანავე, საინტერესოა, რომ მიუხედავად ინტერნეტთან გამარტივებული წვდომისა, ფინელების უმეტესობა სოციალურ ქსელებსა და ზოგადად ინტერნეტზე ავადმყოფური დამოკიდებულება სულაც არ აქვთ. პირიქით, ისინი განსაკუთღებულ ყურადღებას უთმობენ საკუთარ ჯანმრთელობას და ამისთვის აუცილებელ ფიზიკურ აქტივობებს.

ისრაელი

საერთო რეიტინგში ისრაელმა მესამე ადგილი დაიკავა ინტერნეტთან შეუზღუდავი წვდომისა და მობილურის ადგილობრივი ნომრის მარტივად აღებაში. ამ ქვეყანას თამამად შეიძლება ეწოდოს ინოვაციური ტექნოლოგიების მძლავრი ცენტრი. ისრაელში განსაკუთღებით მოსწონთ ის ზედმეტსახელი, რომელიც მათმა ქვეყანამ მიიღო- 'Startup Nation - სტარტაპების ერი“. ადგილობრივების მეტესობა ძალიან იშვიათად თიშავს სოციალურ ქსელებსა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებს. ამ ქვეყანაში ხანდაზმულებსაც კი აქვთ სმარტფონები, მათ ხშირად შეხვდებით ფეისბუქსა და WhatsApp-ში. ადგილობრივების განმარტებით, ისრაელში ინტერნეტი საკმაოდ სწრაფი, იაფი და სანდოა, რასაც ძალიან აფასებენ როგორც მეწარმეები, ასევე ციფრული მომთაბარეები.

„მე როგორც წესი სახლიდან ან კაფედან ვმუშაობ, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებრივ ინტერნეტს საკმარისად ვენდობი. ბევრ კაფეში WiFi-სთან უფასო წვდომაა, გარდა ამისა, ბევრი ინტერნეტ პროვაიდერი მოსახლეობას უფასო WiFi-სთან წვდომის საშუალებას ქუჩაში სხვადასხვა რაიონშიც აძლევს“- განმარტა ერთ-ერთა ადგილობრივმა.

კანადა

კანადამ რეიტინგის ყველა კატეგორიაში წამყვანი ადგილები დაიკავა განსაკუთრებით კი ონლაინ მომსახურებისა და ანგარიშსწორებაში ნაღდდი ფულის გარეშე კატეგორიებში. აქ ციფრული ცხოვრება უფრო მეტად განვითარებულია მსხვილ ქალაქებში, სადაც თანამედროვე ცხოვრება უფრო სწრაფად შევიდა და უფრო უკეთესი და სანდოა ინტერნეტთან წვდომა.

ისეთი მეგაპოლისები როგორიც ტორონტოა, უფრო ხელსაყრელია ციფრული ცხოვრებისთვის - ყვება „ბიბისი“-სთან საუბარში კანადელი ერიკ ვიჩოპენი. ინტერნეტის მომსახურება ამ ქვეყანაში როგორც წესი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე სხვა ქვეყნებში. შესაბამისად, ეს ქვეყანა ყოველთვის ლიდერობს ძვირი ინტერნეტით რომელიც ამავდროულად ყველაზე მაღალსიჩქარიანი ინტერნეტია.

სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეამ პირველი ადგილი დაიკავა მაღალსიჩქარიანი სახლის ინტერნეტთან წვდმოის კატეგორიაში. ადგილობრივების თქმით, ყოველდღიური ცხოვრება სამხრეთ კორეაში ძალიან სწრაფად გადის. პროდუქტის შეკვეთიდან მათ ადგილზე მიტანამდე და ანგარიშსწორებამდე შეიძლება სულ რაღაც 5 წამი გავიდეს. ადგილობრივი ინტერნეტი მართლაც ყველაზე სწრფია მთელს მსოფლიოში - რაც ფართო შესაძლებლობებს ხსნის ონლაინ გართობისთვის. ქვეყნის ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ მოქალაქეებს ინტერნეტში გაცილებით ფართო ასორტიმენტზე ჰქონდეს წვდომა, რასაც იმას ვერ ვიტყვით მის ჩრდილოელ მეზობელზე. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ამ ქვეყანაში ინტერნეტთან მოსახლეობის თანაბარმა წვდომამ დემოკრატიის განვითარებას შუწყო ხელი.

მოამზადა სალომე აბულაშვილმა