საქართველოში იმპორტირებული ხილის რაოდენობა შემცირდა.
2019 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 29 958 400 დოლარის ხილი შემოვიდა, მაშინ როდესაც 2018 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 31 273 500 დოლარი იყო.
„ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ხილის 5 სახეობას, რომელსაც საქართველო ყველაზე ბევრს ყიდულობს.
2019 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით, ახალი ან გამხმარი ბანანები იყიდა, რომლის იმპორტმაც 9 923 700 დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე 8 397 600 დოლარით თხილი და სხვა კაკალი გავიდა. მესამე ადგილზე კი ახალი ან გამხმარი ციტრუსების ნაყოფია, რომლის იმპორტმაც 4 817 101 დოლარი შეადგინა. მეოთხე ადგილი 1 669 601.6 დოლარით ახალ ან გამხმარ ყურძენს უკავია. ხუთეულს ამთავრებს ახალი ვაშლი, მსხალი და კომში, რომლის იმპორტმაც 1 327 231 დოლარი შეადგინა.