„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 968.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.6 პროცენტით ნაკლებია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ექსპორტი 1 775.4 მლნ აშშ დოლარი (11.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4 192.9 მლნ აშშ დოლარი (4.9 პროცენტით ნაკლები) იყო.
ამასთან, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-ივნისში 2 417.4 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტი შეადგინა.