ირანი მზად არის აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის, თუ ვაშინგტონი სანქციებს გააუქმებს

ირანი მზად არის აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის, თუ ვაშინგტონი სანქციებს გააუქმებს და 2015 წელს მიღწეულ ბირთვულ შეთანხმებას დაუბრუნდება. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.

„ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა მოლაპარაკებების. თუ ამ წუთს ისინი ჩაგვრას შეწყვეტენ, თუ ისინი აგრესიას შეწყვეტენ, სანქციებს გააუქმებენ და დაუბრუნდებიან მოლაპარაკების მაგიდას და ლოგიკას, ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, - განაცხადა ჰასან რუჰანიმ.

შეგახსენებთ, აშშ ბირთვული შეთანხმებიდან გასულ წელს გავიდა და თეირანის წინააღმდეგ სანქციები განაახლა. მას შემდეგ ირანსა და ვაშინგტონს შორის ვითარება დაძაბულია.